კათედრები

ძიება საიტზე

ქუთაისის ეროვნული სკოლა - გიმნაზიის კანცელარიის დებულება

 

ზოგადიდებულებები

    ქუთაისის ეროვნულ სკოლა - გიმნზიაში საქმეთა წარმოებაზე პასუხისმგებელი ერთეულის – კანცელარიის დებულება შემუშავებულია საქართველოში „საქმეთა წარმოების ერთიანი წესების შესახებ“ ნორმატიული აქტის საფუძველზე, სკოლის წესდების შესაბამისად და არეგულირებს კანცელარიის საქმიანობას.

    დებულების ძირითადი მიზანია სკოლა-გიმნაზიაში დოკუმენტაციის მოწესრიგება, დოკუმენტების შედგენის, გაფორმების, აღრიცხვისა და რეგისტრაციის ხარისხის სრულყოფა, საქმის წარმოების სამუშაოთა ორგანიზაცია, ხელმძღვანელობა და კონტროლი.

 საქმის წარმოების ორგანიზაცია და ფუნქციები

     სკოლა-გიმნაზიაში საქმის წარმოების ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და წარმართავს კანცელარია, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

  • სკოლაში დოკუმენტების  დამუშავება, მათი რეგისტრაციისა და სააღრიცხვო–საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;
  •  სკოლის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, სპეციფიკის მიხედვით დახარისხება, საქმეთა წარმოებისა და შენახვის, მათი ინფორმაციულობის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
  •  სკოლაში შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა–რეგისტრაცია, მათი დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია;
  • სკოლიდან გასული დოკუმენტების გაფორმების სისრულისა და სისწორისადმი კონტროლი, აღრიცხვა–რეგისტრაცია და ხელმძღვანელობისადმი წარდგენის ორგანიზაცია;
  • დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის ხარისხის, სრულყოფის, ვადების, გაფორმებისა და შედეგების კონტროლი, მათ შესახებ ცნობების განზოგადება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • სკოლის მოსწავლეების, პერსონალის, აგრეთვე მოქალაქეთა წინადადებებზე და განცხადება–საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაცია;
  • სკოლის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის ორგანიზაცია და კოორდინაცია;
  • სააღრიცხვო–სარეგისტრაციო ფორმების შემუშავება, საარქივო საქმეების ფორმირებისა და ჩაბარების ორგანიზაცია;
  • კანცელარიის მუშაკთა კვალიფიკაციის და საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლება, მათი სამუშაო პირობების სრულყოფა.

 კანცელარიის სამსახურის უფლება–მოსილება

    სკოლის  კანცელარია უფლებამოსილია:

  •  აკონტროლოს და მოსთხოვოს სტრუქტურულ ერთეულებს და მათ ხელ­მძღვანელებს კოლის საქმის წარმოებისათვის საჭირო ცნობები და დოკუმენტები;
  • შეამოწმოს სტუქტურულ ერთეულებში საქმეთა წარმოების მიმდინარეობა და მიიღოს ზომები მისი სრულყოფისათვის;
  • დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მოიზიდოს და ჩააბას სკოლის სპეციალისტები;
  •  აკონტროლოს დოკუმენტებზე მუშაობის ვადები და ხარისხი, შემსრულებლებს მოსთხოვოს მათი დაცვა, საჭიროების შემთხვევაში დაუბრუნოს არასრულ­ყოფილად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს ვიზა დოკუმენტებს;
  •  თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამოწმოს და გასცეს სკოლის დოკუმენტების ასლები;
  •  წარუდგინოს დირექტორს რეკომენდაციები და წინადადებები კანცელარიაში თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, დათხოვნის, წახალისების, აგრეთვე დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ;
  •  შეიმუშაოს და წარუდგინოს დირექტორს კანცელარიის დებულება, აგრეთვე დოკუმენტების აღრიცხვა–რეგისტრაციის ფორმები.

    კანცელარია პასუხისმგებელია:

  •  სკოლის დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების შესრულები­სათვის;
  •  დირექტორის მითითება–დავალებების შესრულებისათვის;
  •  კანცელარიის თანამშრომელთათვის შრომის სათანადო პირობების შექმნისათვის;

    კანცელარიის მუშაკები ვალდებულნი არიან გააფრთხილონ სკოლის თანამშრომლები როგორც სამსახურებრივი ურთიერთობის პერიოდში, ისე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელონ სკოლის კომერციული და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.

 კანცელარიის ხელმძღვანელობა

  • კანცელარიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს კანცელარიის გამგე, რომელსაც ნიშნავს სკოლის დირექტორი და იგი ანგარიშვალ­დებულია დირექტორის წინაშე.
  • შრომითი და მისგან გამომდინარე სხვა ურთიერთობები სკოლასა  და კანცელარიის გამგეს, აგრეთვე კანცელარიის სხვა თანამშრომლებს შორის რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე.
  • კანცელარიაში თავს იყრის ყველა სახის სკოლის დოკუმენტაცია: წერილები და მათზე პასუხები, ბრძანებები, მოსწავლეთა  და მსწავლებელთა განცხადებები, წინადადებები, საჩივრები, ცნობები და ა.შ.  კანცელარიის გამგე პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტების სათა­ნადო წესებით აღრიცხვა–რეგისტრაციის, სპეციფიკის მიხედვით დახარის­ხების, დაცვა–შენახვის, ჩამოწერის და სხვა საკითხების ორგანიზაციას. კანცელარიაში ინახება აგრეთვე სკოლის  მთავარი სატიტულო ფურცელი და სხვა სახის სასკოლო ბლანკების ფორმები.
  • შესრულებისათვის გადაცემული დოკუმენტების შენახვასა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ შემსრულებლებს.

 

დამტკიცებულია ეროვნული სკოლა-გიმნაზიის  პედაგოგიური

 საბჭოს სხდომაზე №1 ოქმი 20 სექტემბრის 2011 წელ

 

მოსწავლის გვერდი





სასარგებლო ბმულები